Orsuli.ge - ორსულობის კვირები / მშობიარობა

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
მშობიარობა

ფიზიოლოგიური მშობიარობა იწყება ორსულობის გინეკოლოგიური 38-40-ე კვირის ფარგლებში. მშობიარობის პროცესის დაწყებას წინ უძღვის სამშობიარო ტკივილების განვითარება. ეს არამართვადი და არაპროგნოზირებადი მოვლენაა, ამიტომ ორსული ქალი უბრალოდ ელოდება სამშობიარო ტკივილების გამოჩენას.

ორსულობის გართულებების და ფიზიოლოგიური მშობიარობის წინ და/ან დროს ქალის ან ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანების რისკების წარმოქმნისას მეანი წყვეტს საკითხს - არ დაელოდოს ფიზიოლოგიურ მშობიარობას და დაგეგმოს საკეისრო კვეთით მშობიარობა. ეს ოპერაციაა, რომლის დაგეგმვა უხშირესად წინასწარ ხდება (შეიძლება ბავშვის დაბადების დღე წინასწარ განსაზღვროს დედამ), თუმცა მშობიარობის წინ ან დროს მისი ჩატარების გადაწყვეტილება შესაძლოა სპონტანურადაც იქნას მიღებული.


© 2015 ყველა უფლება დაცულია