Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 38

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 38

ორსულობის გინეკოლოგიური 38-ე კვირის განმავლობაში ორსულობა მშობიარობისწინა პროცესში გადაიზრდება. ნაყოფის განვითარების მაჩვენებლები უცვლელია, ის განაგრძობს სხეულის მასის დაგროვებას და სიგრძეში ზრდას, გინეკოლოგები აკვირდებიან მის გულისცემას, რადგან პლაცენტის „დაბერების“ პროცესის კვალდაკვალ იწყება მისი წილაკების სისხლძარღვებით გაღარიბება და კალციფიკაცია, ნაყოფი შედარებით ნაკლებად მოძრაობს, ზოგჯერ წყვეტს კიდეც მოძრაობას, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ სამშობიარო მოქმედება ძალიან მალე დაიწყება.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-38 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 490-498 მმ, წონა - 2992-3083 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 333-335 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 94/118 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 336 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 73 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 64 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.41 სმ, სიმწიფის ხარისხი -2, ამნიონური სითხის ინდექსი -132


ამ კვირის ბოლოდან ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით „ ყოველ დღე ველოდებით მშობიარობის დაწყებას“! როგორც გამოცდილი დედები აღწერენ, მუცელი „დაიწევს“ - ეს ნიშნავს, რომ ნაყოფის თავის ქალა დედის მენჯის ღრუში ჩაეშვება, შესაბამისად ვიზუალურად მუცლის გამობერილობა უფრო ქვევით კონცენტრირდება.

ნაყოფი მშობიარობამდე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს კვებას, შესაბამისად ის იზრდება - მისი წონა უახლოვდება და აჭარბებს სამ კილოგრამს, მისი სიგრძე 50 სანტიმეტრის ფარგლებშია. ნაყოფის განვითარების პროცესი სხვა მიმართულებით აღარ მიმდინარეობს, ის თითქოს მოლოდინის რეჟიმში გადადის.

ამ ვადაზე ნაყოფის მოძრაობითი აქტივობა საგრძნობლად მცირდება, თუ მოძრაობითი აქტივობა მთლიანად აღარ ფიქსირდება, ეს მოასწავებს სამშობიარო აქტივობების ძალიან მოკლე დროში დაწყებას, რისი პირველი ნიშნებიცაა მოვლითი ტკივილების განვითარება (ეს ტკივილი გავს მენსტრუალურ ტკივილს), ამ დროს თანდათანობით იხსება აქამდე ლორწოვანი საცობით ამოვსებული საშვილოსნოს ყელი.

ამ კვირის ბოლოსთვის პლაცენტა თავისი განვითარების ბოლო ფაზას გადის, რაც მისი სიმწიფის მე-2 ხარისხს ნიშნავს. პლაცენტის სისხლსავსეობა თანდათან მცირდება, რადგან სისხლძარღვების გარკვეული უბნები გადაიკეტება კალციუმის ჩანართებით, ვიზუალურად პლაცენტას ადარებენ კანგაცლილ, გადამწიფებულ ფორთოხალს.

© 2015 ყველა უფლება დაცულია