Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 26

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 26

ორსულობის გინეკოლოგიური 26-ე კვირის განმავლობაში ნაყოფი იზრდება და ვითარდება, ამ კვირას დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბებისთვის, ამ ვადაზე ბიჭ-ნაყოფებში სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუდან სათესლეებისკენ იწყბეს მოძრაობას, გოგონა-ნაყოფებში ჩანს კარგად განვითარებული საშო და გარეთა სასქესო ორგანოები, ნაყოფის გულკერდის და მუცლის ღრუს ორგანოები სივრცულად ნაწილდება ზუსტად ისე, როგორც ეს მას შემდგომ მთელი ცხოვრება ექნება წარმოდგენილი.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-26 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 339-356 მმ, წონა - 760-860 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 242-243 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 66/85 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 217-219 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 49-51 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 45 მმ.

პლაცენტის სისქე - 2.70 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -147

 


ორსულობის ამ ვადაზე ამთავრებს განვითარებას სათესლე ჯირჯვალი, სათესლე სადინარები, პროსტატის ჯირკვალი. სათესლეები ბიჭ-ნაყოფებში ჯერ კიდევ მუცლის ღრუშია, ამ კვირაში დაიწყება მათი „დიდი მიგრაცია“ სათესლე პარკებისკენ, გარდა ამისა გამოყოფილი ტესტოსტერონი ძვლების, კუნთების და ორგანოების განვითარებას მამაკაცური ხაზისკენ ხრის - მენჯი ვიწროა, კიდურების ძვლები და კუნთები უფრო მსხვილი; გოგონა-ნაყოფებში კი საშოს და გარეთა სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება მთავრდება, „ქალური“ ჰორმონები ძვლებს და კუნთებს სხვა მიმართულებით ავითარებენ - მენჯის ღრუ უfრო ფართეა, კუნთები და ძვლები უფრო ნატიფი.

ამ ვადაზე გულმკერდის ღრუს და მუცლის ღრუს ორგანოების სივრცული წყობა უახლოვდება მოზრდილი ადამიანის პროპორციებს - დიაფრაგმა ესაზღვრება და მიჯნავს მთლიანად ორივე ღრუს, ფილტვები ავსებს გულმკერდის ღრუს, რითიც შუაში მდებარე გულს „გადააჩოჩებს“ მარცხნისკენ; მუცლის ღრუში ნაწლავების მზარდი მასა იკავებს დიდ ფართობს და ღვიძლს, რომელსაც მუცლის ღრუს თითქმნის ნახევარი ეკავა, მარჯვენა ზედა კუთხეში „მოამწყვდევს“.

ნაყოფი კარგადაა უკვე ჩამოყალიბებული, ის ხედავს, შეიგრძნობს საკუთარ პროპორციებს და სხეულის სივრცულ განლაგებას, კარგად ესმის, ამასთან დაბალი სიხშირის ხმები მისთვის უფრო კარგად გარჩევადია, ვიდრე მაღალი, ამიტომ ხმამაღალი საუბარი, ხმაური მას ძალიან აღიზიანებს. კვლევებით დადგენილია, რომ ყველაზე „სასურველი“ მოსასმენი ნაყოფისთვის დედის გულისცემაა, ეს შეგრძნება მას დაბადების შემდგომ კიდევ დიდხანს გაჰყვება, მშობიარობის შემდგომ დედის სხეულზე მისი დაუყოვნებლივი მოთავსების პრაქტიკა სწორედ ამას ეფუძნება, მშობიარობის დროს განცდილი სტრესის შემდგომ პატარა ისევ დედის გულის ცემას ისმენს და ამით წყნარდება.

© 2015 ყველა უფლება დაცულია