Orsuli.ge - ორსულობის კვირები / თვე 4

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
თვე 4

ის იზრდება ელვისებრი სისწრაფით - ორსულობის 4 თვე

ნაყოფი 10 სმ-დან 20 სმ-მდე იზრდება, წონაში ხუთმაგდება და 250 გრ-ს აღწევს. მის ანთროპომეტრიულ მაჩვენებლებში ასეთი ნახტომი დაკავშირებულია პირველ რიგში ძვლოვანი და კუნთოვანი აპარატის ინტენსიურ განვითარებასთან, აგრეთვე შინაგანი ორგანოების მნიშვნელოვან ზრდასთან, რომლებიც თუ აქამდე ასრულებდნენ დროებით „მოვალეობებს“, ახლა იძენენ მათ ძირითად „სპეციალობებს“, იმას, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე შეასრულებენ.

ორსულობის მე-4 თვის 1 კვირის განმავლობაში

ნაყოფის ხელებით და ფეხებით მოძრაობები მრავალფეროვანი ხდება - მას შეუძლია თითების მუშტად შეკვრა, ჭიპლარის ხელში მოქცევა და თამაში, ხელების გაშლა, მოხრა, წრიული მოძრაობა, ფეხების გაშლა-მოხრა, ტერფების წრიული მოძრაობა და „ცურვის“ დროს ლასტებივით ქნევა.

იტოტება ნერვული და სისხლძარღვოვანი ქსელები, რათა ინერვაცია და სისხლის მიწოდება ყველა ქსოვილისთვის და უჯრედისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ნაყოფი ყლაპვით მოძრაობებს რეგულარულად ასრულებს, ნაწლავებში გროვდება პირველადი განავალი - მეკონიუმი.

ორსულობის მე-4 თვის 2 კვირის განმავლობაში

ნაყოფი გამოხატავს თავის განწყობილებას - იღიმება, სახეს იჭმუხნავს, ხანდახან ნაღვლიანიც ხდება.

ნაყოფს პერიოდულად ძინავს და პერიოდულად ღვიძავს.

ორსულობის მე-4 თვის 3 კვირის განმავლობაში

ნაყოფს უვითარდება სმენა და მხედველობა - ახდენს დიფერენცირებულ რეაქციებს სინათლეზე და ბგერებზე, ბრუნდება სინათლის წყაროსკენ, მოსწონს გარკვეული ბგერები, არ მოსწონს ჭარბი, მიმართული სინათლე და ხმაური.

ნაყოფს უვითარდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი.

ორსულობის მე-4 თვის 4 კვირის განმავლობაში

ნაყოფს უყალიბდება იმუნური სისტემა, დიფერენცირდება მისი მთავარი იმუნური ორგანო - მკერდუკანა ჯირკვალი, რომელიც იწყებს T- ლიმფოციტების გამომუშავებას.

ვითარდება ნაყოფის თავის ტვინის ქერქი. ინტენსიურად მრავლდება ნერვული უჯრედები, ვითარდება მისი რელიეფურობა: ბორცვები და ჩანაჭდევები, მიმდინარეობს ტვინის და ნერვების მიელინიზაცია. სტრუქტურული განვითარების გარდა, ის ფუნქციურადაც მწიფდება - იწყებს მთელს ორგანიზმზე მაკონტროლირებელი დანიშნულების შესრულებას.


© 2015 ყველა უფლება დაცულია