Orsuli.ge - ორსულობის კვირები / თვე 3

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
თვე 3

მას უკვე ნაყოფი ჰქვია - ორსულობის 3 თვე

საშვილოსნოში „განთავსებულ“ პატარას ქვია ნაყოფი. ის 4 სმ-დან 10 სმ-მდე იზრდება, წონაში 50 გრ-ს აღწევს.

ორსულობის მე-3 თვის 1 კვირის განმავლობაში

ნაყოფი იწყებს სხეულის მასის „დაგროვებას“, ყველა მისი ორგანო მოცულობაში და წონაში იზრდება.

ნაყოფი იწყებს გარემო ზემოქმედებებზე საპასუხო რეაქციების განვითარებას: ხმამაღალ ბგერებზე და დედის მკვეთრ მოძრაობებზე ნაყოფი რეაგირებს საშვილოსნოს ღრუში სწრაფი გადაადგილებით.

ორსულობის მე-3 თვის 2 კვირის განმავლობაში

ნაყოფის თავი მისი მთლიანი სიგრძის უკვე ერთი მესამედია, მის სახეზე შეიმჩნევა მიმიკური მოძრაობები.

ნაყოფს უვითარდება თმოვანი საფარველი - ღინღლით იფარება სხეულის დიდი ნაწილი, ჩნდება წამწამები და წარბები.

ნაყოფის ღვიძლი იწყებს ნაღველის გამომუშავებას, ასევე საკუთარი სისხლის უჯრედების - ერითროციტების წარმოქმნას.

ორსულობის მე-3 თვის 3 კვირის განმავლობაში

ნაყოფის ორგანიზმში იწყება საკუთარი ჰორმონების, მათ შორის სასქესო ჰორმონების, გამომუშავება.

ბიჭ-ნაყოფებში უკვე კარგადაა გამოკვეთილი გარეთა სასქესო ორგანოები და ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია სქესის განსაზღვრა.

ორსულობის მე-3 თვის 4 კვირის განმავლობაში

ნაყოფის კუნთოვანი და კანის საფარველის განვითარების ხარჯზე ის უკვე „ბავშვს“ ემსგავსება, მისი ფორმები მრგვალდება და ივსება.

ნაყოფი ყლაპავს სანაყოფე წყლებს და გამოყოფს პირველად შარდს.


© 2015 ყველა უფლება დაცულია