Orsuli.ge - ორსულობის კვირები / თვე 2

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
თვე 2

ის სახეს იძენს - ორსულობის 2 თვე

საშვილოსნოში „განთავსებულ“ პატარას ქვია ემბრიონი. ის 4 მმ-დან 40 მმ-მდე იზრდება, წონაში 4გრ-ს აღწევს. მას კვებავს პლაცენტა და ჭიპლარი.

ორსულობის მე-2 თვის 1 კვირის განმავლობაში

მიმდინარეობს თავის განვითარება - ყალიბდება თავის ტვინის სტრუქტურები, ნერვები, რომლებიც „ჩაიზრდება“ ყველა ორგანოში, განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს მხედველობის ორგანოების და მათი ინერვაციის განვითარება.

ასევე სწრაფი ტემპებით ყალიბდება სასქესო ორგანოები, სადაც „გადასახლდება“ საკვერცხე პარკში დიფერენცირებული სასქესო უჯრედები ანუ ემბრიონი ამ კვირაზე სქესობრივად უკვე დიფერენცირებულია.

ორსულობის მე-2 თვის 2 კვირის განმავლობაში

გამოკვეთილად ჩანს მისი თავი, სხეული და კიდეურები, კუდი ქრება.

სრულყოფილად ყალიბდება სახის ნაკვთები - ცხვირს ნესტოების რკალების ჩამოყალიბების შედეგად უკვე სახასიათო ფორმები ეტყობა, ქუთუთოები თითქმის მთლიანად ფარავს თვალებს, ზედა და ქვედა ყბის ძვლები იღებს დასრულებულ კონტურებს, რაც სახის ოვალის ფორმებს გამოკვეთს.

კიდურებზე ვითარდება თითები, ხელის მტევნებზე თითები უკვე დიფერენცირებულია, მათ შორის ცერა თითი განლაგებულია სხვა თითებისადმი პერპენდიკალურად.

ემბრიონის გულის ოთხკამერიანი ხდება - წინაგული და პარკუჭი ორ სიმეტრულ მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად იყოფა ძგიდის საშუალებით.

ორსულობის მე-2 თვის 3 კვირის განმავლობაში

სახის პროპორციები გადანაწილდება - თვალები ცხვირისკენ „შეიწევა“, დახურულია ქუთუთოებით, გამოიკვეთება ტუჩები.

ემბრიონი იწყებს მოძრაობით აქტივობებს - შლის და სხეულისკენ მოზიდავს ხელებს და ფეხებს.

ემბრიონის გული ცემს 120 -150 დარტყმა/წუთში სიხშირით, მისი მუცელი მომრგვალებულ ფორმას იღებს, რადგან „ივსება“ საჭმლის მომნელებელი ორგანოებით, მათგან ყველაზე დიდია ღვიძლი.

ორსულობის მე-2 თვის 4 კვირის განმავლობაში

მთავრდება საშვილოსნოსშიდა განვითარების ემბრიონული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჩამოყალიბდა მომავალი ბავშვის ყველა ანატომიური სტრუქტურა, პატარას ე.წ. აგებულების ძირითადი სქემა აეწყო.


© 2015 ყველა უფლება დაცულია