Orsuli.ge - სპეციალისტებთან კონსულტაციები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
სპეციალისტებთან კონსულტაციები

ორსულობის დაგეგმვა იწყება გინეკოლოგთან ვიზიტით.

გინეკოლოგი ადგენს ქალის სამედიცინო ისტორიას, რომლის შევსებაც იწყება ე.წ. „გინეკოლოგიური ისტორიის“ გამოკითხვით. ამიტომ ექიმთან ვიზიტამდე სასურველია გავიხსენოთ და ჩამოყალიბებული გვქონდეს ყველა შემდეგ კითხვაზე პასუხი:

რამდენი ორსულობა, რამდენი და როგორი აბორტი გვაქვს გადატანილი?

კონტრაცეპციის რა მეთოდებს მივმართავდით და რა ხანგრძლივობით?

რა გენიტალური დაავადებები გვაქვს გადატანილი (ნამკურნალები), არსებული ან უმკურნალო?

როგორი მენსტრუალური ციკლი გვაქვს და გვქონდა თუ არა დარღვევები?

სხვა რაიმე ქრონიკული დაავადებები ხომ არ გვაქვს?

გინეკოლოგი გამოკითხვის პასუხების ნებისმიერი მიმართულების მიუხედავად, პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალსაც კი, ჩაუტარებს გასინჯვას და მისცემს ჩასატარებელი პირველადი ანალიზებისა და გამოკვლევების ჩამონათვალს.

გინეკოლოგი სამედიცინო ხასიათის პრობლემების აღმოჩენის, ასევე მათზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ქალს ურჩევს დამატებით ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარებას და/ან კონსულტაციას სხვა სპეციალისტებთან, მათგან ყველაზე მეტად მოსალოდნელია:

ენდოკრინოლოგთან,

ალერგოლოგთან,

ოჯახის ექიმთან,

შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგთან და სტომატოლოგთან ვიზიტიც,

ასევე თუ ოჯახის გენეტიკურ ისტორიაში ფიქსირდება გენეტიკული სინდრომები (მაგ. დაუნის სინდრომი, აუტიზმი, რეტის სინდრომი, მიოდისტროფია და სხვ), სასურველია გენეტიკოსთან კონსულტაციაც.


© 2015 ყველა უფლება დაცულია