Orsuli.ge - ექოსკოპიური კვლევა 30-32-ე კვირის ვადაზე

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ექოსკოპიური კვლევა 30-32-ე კვირის ვადაზე

ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიური 30-32-ე კვირის ვადაზე ტარდება:

პროგრესირებადი ორსულობის ფაქტის და ორსულობის ვადის დასაზუსტებლად - რაც დასკვნის სახით ჩაიწერება, რომ სახეზეა ერთ-ნაყოფიანი/მრავალ-ნაყოფიანი ორსულობა. ორსულობის ვადა კვლავ აითვლება ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან და კონსტატირდება ორსულობის გინეკოლოგიური კვირის დასახელებით.

ნაყოფის დასახასიათებლად - ტარდება ნაყოფის მდებარეობის მონიტორინგი, ფეტომეტრია (ანთროპომეტრული მაჩვენებლების და მათი ინდექსების გაზომვა), სახის სტრუქტურების შენების დათვალიერება, შინაგანი ორგანოების (გულის, თავის ტვინის, ფილტვების, თირკმელების, კუჭის) ანატომიური შენების დათვალიერება, ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის შეფასება, გულის რითმის დადგენა, საშვილოსნო-პლაცენტარული და ფეტო-პლაცენტარული მაგისტრალური (ყველაზე მსხვილი) სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ნაყოფის სქესის კონსტატირება.

ნაყოფის მდებარეობა ხასითდება ტერმინებით - თავით წინამდებარეობა, მენჯით (დუნდულებით) წინამდებარეობა, გარდიგარდმო მდებარეობა. თუ 30 კვირამდე ნაყოფი იცვლის მდებარეობას, რაც პათოლოგიას არ წარმოადგენს, 30 კვირიდან მან უნდა დაიკავოს მისთვის განკუთვნილი თავით წინამდებარეობა.

ნაყოფის ფეტომეტრიული მონაცემები მოიცავს: თავის ბიპარიეტალურ ზომას BPD, შუბლ-კედის ზომას OFD, თავის გარშემოწერილობას HC, მუცლის გარშემოწერილობას AC, ბარძაყის ძვლის FL და მხრის ძვლის HL ზომებს, ნაყოფის სავარაუდო მასას EFW და ფეტომეტრულ ინდექსებს.

 

30w

31w

32w

33w

34w

35w

36w

37w

38w

39w

40w

BL, სმ

39.0-39.9

40.0-41.1

42.3-42.4

43,6-43,7

44,5-45,0

45,4-46,2

46,6-47,4

47,9-48,6

49-49,8

50,2-50,7

51,2-51,3

EFW,კგ

1,32-1,64

1,50-1,78

1,80-1,93

1,98-2,08

2,15-2,25

2,38-2,41

2,61-2,62

2,82-2,86

2,99-3,09

3,17-3,29

3,37-3,46

BPD

77-78

79-80

82

84

86

88

90

92

94

95

97

OFL

97

101

104

107

110

112

114

116

118

119

120

HC

280-285

288-294

296-304

304-311

311-317

318-322

324-326

329-330

333-335

335-340

344-346

AC

260-264

270-274

280-286

290-296

299-306

309-315

318

327

336

345

354

FL

59-57

59-61

61-63

63-65

66-67

67-68

69-70

71-72

73

75

76-77

HL

53

55

56

58

59

61

62

63

64

65

66

ფეტომეტრიული ინდექსები ფეტომეტრიული მარკერების შეფარდებებია, ისაზღვრება - BPD/OFD (ნორმა 70-86%), FL/BPD (ნორმა 71-87%), HC/AC (ნორმა 110-121%), FL/AC (ნორმა 20-24%).

ნაყოფის სახის სტრუქტურებისა და შინაგანი ორგანოების (თავის ტვინის, თავის ტვინის პარკუჭების, ხერხემლის არხის, დიაფრაგმას, გულის, ღვიძლის, კუჭის, თირკმელების) სტრუქტურული შენების დათვალიერებისას განისაზღვრება შეიმჩნევა თუ არა მათი ანატომიური დეფექტები.

ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის შეფასება შესაძლებელია ექოსკოპიური კვლევითაც, მე-20 კვირისთვის თუ დღე-ღამეში მათი რაოდენობა -200-ს შეადგენდა, 32-ე კვირისთვის უკვე 575-ს აღწევს, მოძრაობა რითმულია, ძირითადად ქვედა კიდურების მოძრაობები ფიქსირდება, ასევე 28-ე კვირიდან ექოს შეუძლია დაინახოს ნაყოფის ე.წ. სუნთქვითი რითმული მოძრაობებიც.

გულის რითმის დადგენა შესაძლებელია მოსმენითაც, თუმცა ექოსკოპიური კვლევის დროსაც ხდება მისი მონიტორინგი. 30-ე კვირიდან ნაყოფის გულის რითმი სტაბილურია და 140-160 დარტყმა/წუთში მერყეობს.

საშვილოსნო-პლაცენტარული და ფეტო-პლაცენტარული მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლეროგრაფია მოიცავს საშვილოსნოს, პლაცენტის, ჭიპლარის, ნაყოფის აორტის და თავის ტვინის არტერიების კვლევას, მათში სისხლის მოძრაობის ინტენსივობის შეფასებას. ამისთვის გამოიყენება საშვილოსნოს არტერიების, ჭიპლარის არტერიების რეზისტენტობის ინდექსები და ნაყოფის აორტისა და თავის ტვინის არტერიების პულსაციური ინდექსები. ამ მაჩვენებლების ორსულობის ვადასთან შესაბამის ნორმებთან შესაბამისობა მიუთითებს იმაზე, რომ ნაყოფს კარგად მიეწოდება სისხლი და მას არ აქვს ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) ან საკვები ნივთიერებების დეფიციტი. თუ მაჩვენებლები არ ჯდება ნორმის ფარგლებში, ნიშნავს იმას, რომ ნაყოფს ექმნება ჰიპოქსიის და ნუტრიენტების დეფიციტის რისკი, ამის შემდგომ იწყება კონკრეტული მიზეზების კვლევა, თუ რამ გამოიწვია სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

 

30w

31w

32w

33w

34w

35w

36w

37w

38w

39w

რეზისტენტობის ინდექსი RI-საშვილოსნოს არტერიების

0,34/0,62

0,34/0,61

0,34/0,61

0,34/0,59

0,30/0,59

0,33/0,58

0,33/0,58

0,33/0,57

0,33/0,57

0,32/0,57

რეზისტენტობის ინდექსი RI - ჭიპლარის არტერიების

0,54/0,77

0,53/0,76

0,52/0,75

0,51/0,74

0,49/0,73

0,48/0,72

0,46/0,71

0,44/0,70

0,43/0,69

0,42/0,68

პულსაციური ინდექსი PI - ნაყოფის აორტის

1,52/2,28

1,53/2,29

1,53/2,31

1,54/2,32

1,55/2,34

1,55/2,35

1,56/2,36

1,57/2,38

1,57/2,39

1,57/2,40

პულსაციური ინდექსი PI - ნაყოფის თავის ტვინის შუა არტერიების

1,52/2,44

1,51/2,43

1,49/2,41

1,46/2,39

1,43/2,36

1,40/2,32

1,36/2,28

1,32/2,24

1,27/2,19

1,21/2,14

ამავე სისხლძარღვებისთვის ისაზღვრება სისტოლურ-დიასტოლური თანაფარდობაც (SDR), რომლის მაჩვენებლები ნორმაში:

საშვილოსნოს არტერიებში  2.0-ს უდრის;

ჭიპლარის არტერიებში 30-33-ე კვირაში 2,5-2,8 მერყეობს, 34-37-ე კვირას - 2,4-2,6, 38-40-ე კვირას - 2,18-2,22;

ნაყოფის აორტისთვის  4,85-5,24;

ნაყოფის თავის ტვინის შუა არტერიაში -  0,66-0,80-ია.

პლაცენტის მდებარეობის და სტრუქტურის, სანაყოფე წყლების რაოდენობის (ამნიონური ინდექსი) და გამჭვირვალობის, საშვილოსნოს და მისი დანამატების (საშვილოსნოს ზომა, ტონუსი, საშვილოსნოს ყელის სიგრძე და ცერვიკალური არხის (საშვილოსნოს ყელის არხის) მდგომარეობა) დასახასიათებლად.

პლაცენტის მდებარეობის დასახასიათებლად თვალიერდება მისი მიმაგრების ადგილი და იზომება მისი საშოს გუმბათიდან დაშორება - ნორმაში ის  უკანა კედელზე მდებარეობს საშვილოსნოს ფუძისკენ და საშოს გუმბათიდან მინიმუმ 7 სმ-ით დაშორებულია. პლაცენტის სისქე და სტრუქტურა განსაზღვრავს მის ფუნქციურ მდგომარეობას, სიმწიფის დონე კი უკავშირდება წილაკოვანი სტრუქტურის წარმოქმნას და მისი სისხლსავსეობის ხარისხს (სიმწიფის მატებასთან ერთად პლაცენტის სისხლსავსეობა იკლებს და, შესაბამისად, მისი როგორც ნაყოფის მკვებავი ორგანოს შესაძლებლობები მცირდება).

სანაყოფე წყლების კონსისტენცია ექოსკოპიური კვლევით ნორმაში უნდა იყოს გამჭვირვალე, მინარევების გარეშე (განსაკუთრებით მეკონიუმის გარეშე), რაოდენობა განისაზღვრება ამნიონური ინდექსით.

 

30w

31w

32w

33w

34w

35w

36w

37w

38w

39w

40w

პლაცენტის სისქე, სმ

3,05

3,13

3,22

3,30

3,39

3,47

3,56

3,43

3,41

3,38

3,35

პლაცენტის სიმწიფის ხარისხი

1

1

1

1

1

2

2

2

2

2-3

3

ამნიონური სითხის ინდექსი

145

144

144

143

142

140

138

135

132

127

123

ნორმაში საშვილოსნოს ფსკერის ყველაზე მაღალი წერტილი 32-ე კვირისთვის უნდა მდებარეობდეს ჭიპსა და გულმკერდის ძვლის ქვედა კიდეს შორის შუაწერტილში (FH=28-30 სმ), 36-ე კვირისთვის - გულმკერდის ძვლის ქვედა კიდეს და ნეკნების ქვედა რკალს აღწევს (FH=32-34 სმ), 40-ე კვირისთვის - ეშვება ქვევით, ჭიპსა და გულმკერდის ძვალს შორის (FH=28-32 სმ). საშვილოსნოს ყელის სიგრძე ნორმაში მშობიარობის დაწყებამდე  3-4 სმ-ს შეადგენს, ცერვიკალური არხი კი დახურულია.

ამ ვადაზე ექოსკოპიურად საშვილოსნოს ტანის რომელიმე უბანში გასქელებული მონაკვეთის აღმოჩენა უკვე აღარ ითვლება პათოლოგიად, რადგან ეს გარდამავალი მოვლენაა და უკავშირდება კუნთოვანი შრის გარდამავალი სპაზმს, როდესაც კუნთოვანი აპარატი იწყებს „ვარჯიშს და მზადებას“ მშობიარობისთვის.


© 2015 ყველა უფლება დაცულია