Orsuli.ge - ექოსკოპიური კვლევა მე-5-8 კვირის ვადაზე

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ექოსკოპიური კვლევა მე-5-8 კვირის ვადაზე

პირველი ექოსკოპიური კვლევა ორსულობის გინეკოლოგიურ მე-5-8 კვირის ვადაზე ტარდება:

ნორმალური საშვილოსნოსშიდა ორსულობის ფაქტის დასადგენად - რომ გამოირიცხოს საშვილოსნოსგარე ორსულობა და ბუშტნამქერი.

ემბრიონის დასახასიათებლად - თავად ემბრიონის დასახასიათებლად ამ ვადაზე გამოიყენება მხოლოდ 2 პარამეტრი: სანაყოფე ბუშტის შიდა საშაულო დიამეტრი (Sac Size) და თხემ-კუდუსუნის ზომა (CRL), ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ დასკვნა კეთდება მისი გულის ცემის მოსმენის (ისმინება უკვე მე-5-7 კვირიდან) და მოძრაობითი აქტივობის დაფიქსირების (პირველი მოძრაობები ფიქსირდება მე-8-9 კვირის ვადაზე) საფუძველზე.

ორსულობის ვადა

თხემ-კუდუსუნის სიგრძე,(CRL)  მმ

სანაყოფე ბუშტის შიდა დიამეტრი, მმ (50 პროცენტილი)

ნაყოფის წონა, (EFW) გრ

4 კვირა

1.5±0.5

3±1

<1

5 კვირა

3±0.5

6±1

<1

6 კვირა

5±1

8±3

<1

7 კვირა

9±2

14±4

<1

8 კვირა

14±2

20±4

=1

9 კვირა

21±3

33±2

=2

 

ამ ვადაზე შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, სკურპულოზური დათვალიერება ემბრიონის ზომების სიმცირის გამო რთულია, ამიტომ შესაძლოა 3-5 დღიანი ინტერვალის შემდეგ ინფორმაციის გადამოწმების საჭიროებაც წარმოიშვას.


© 2015 ყველა უფლება დაცულია