Orsuli.ge Friso - ალერგიის წინააღმდეგ !

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img

Friso - ალერგიის წინააღმდეგ !

Friso - ალერგიის წინააღმდეგ !

ძროხის რძის ალერგია და მისი მკურნალობის თანამედროვე პრინციპები

საკვებისმიერი ალერგია თანამედროვე პედიატრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, იგი უხშირესია ადრეულ - ჩვილობის - ასაკში და უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდება ძროხის რძისადმი ალერგიის სახით.

ძროხის რძე - შეიცავს 25 ანტიგენს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია β-ლაქტოგლობულინი, შრატისმიერი ალბუმინი, α-1 და κ-კაზეინი.

ძროხის რძის ალერგენები ბიოლოგიურად აქტიურია ადუღების, პასტერიზაციის და ულტრამაღალი ტემპერატურით დამუშავების შემდეგაც.

ძროხის რძისადმი ალერგიის ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია:

1. გასტროინტესტინალური ნიშნები - ხასიათდება ქრონიკული დიარეით, ღებინებით, მალაბსორბციით, წონაში ცუდად მატებით, უხშირესია ხელოვნური კვების დროს. აღინიშნება შემთხვევათა 33-60%;

2. დერმატოლოგიური რეაქცია - წარმოდგენილია: გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება, აღინიშნება შემთხვევათა 5-90%;

3. ანაფილაქსია - 0,8-9%.

ძროხის რძისადმი ალერგიის მკურნალობის პრინციპები: 

ა. ბუნებრივი კვებისას - ელიმინაციური დიეტა;

ბ. ხელოვნური კვებისას - გამოიყენება მხოლოდ ჰიდროლიზირებული და ამინომჟავური ადაპტირებული რძეები.

ძროხის რძისადმი ალერგიის დროს ხელოვნული კვებისათვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას:

Friso Pep - შექმნილია ძროხის რძეზე კვებითი ალერგიის მსუბუქი და საშუალო ფორმის სამკურნალოდ, იგი:

ინტენსიური ჰიდროლიზატია - რძის ცილები თითქმის მთლიანად დაშლილია მასში ჰიპოალერგენულ მდგომარეობამდე,

შეიცავს ლაქტოზის მხოლოდ 50 %-ს.

Friso Pep AC - შექმნილია ძროხის რძეზე კვებითი ალერგიის საშუალო და მძიმე ფორმის სამკურნალოდ, იგი:

ექსტენსიურად დაშილილი კაზეინ- ჰიდროლიზატია,

ლაქტოზის გარეშე.



© 2015 ყველა უფლება დაცულია