Orsuli.ge რჩეული ლაბორატორია

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img

რჩეული ლაბორატორია

როდესაც რიგით მომხმარებელს, ნებისმიერ ჩვენგანს ესაჭიროვება ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, მას თითქოს პირველ რიგში უნდა ახსენდებოდეს ყველაზე ახლოს მდებარე ლაბორატორიაში ვიზიტი. თუმცა ჩვენ სკეპტიკოსები ვართ ბუნებით და გადაწყვეტილების მიღებამდე, ძალზედ ფართო არჩევანის არსებობის პირობებში ბევრს ვფიქრობთ, ვყოყმანობთ და ვამოწმებთ. თუ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, მაშინ როდესაც სამედიცინო ცენტრების ნაწილი ჯერ მხოლოდ ხარისხის დახვეწისა და ნდობის მოპოვების გზას გადის, შვეიცარული ლაბორატორიათა ქსელი სინევო უკვე სარგებლობს მომხმარებელთა მაღალი ნდობით ევროპაში, წელიწადნახევარია რაც ის ოპერირებს საქართველოშიც, სადაც ჩამოიტანა მისთვის ჩვეული ევროპული სტანდარტების სერვისები.
სინევოს ბრენდს ქვეშ გაერთიანებული ლაბორატორიები შვეიცარული სამედიცინო ჰოლდინგის „მედიქოვერი“-ს ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი ოფისი მდებარეობს ბრუსსელში (ბელგია).
სინევოს ლაბორატორიათა ქსელი მოიცავს 50 ლაბორატორიას და 100-ობით ლაბორატორიულ ცენტრს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. თავად საბრენდო ორიგინალური სახელი სინევო წარმოიშვა ორი დეფინიციის კომბინაცით, ესენია - სინერგიის ეფექტი და ევოლუციის პროცესი.

სინევო აწოდებს ლაბორატორიულ სერვისებს გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინაში, რუმინეთში, თურქეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სერბიასა და 2012 წლის აპრილიდან საქართველოშიც.

საქართველოში სინევოს მთავარი ლაბორატორია მდებარეობს არამიანცის საავადმყოფის ტერიტორიაზე. ლაბორატორია სრულად აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიებითა და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით. მეტი კომფორტისა და ხელმისაწვდომობისთვის სინევო-ს თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა უბნებში აქვს ლაბორატორიული ცენტრები, სადაც შესაძლებელია ლაბორატორიული ანალიზის ჩაბარება. ეს უბნებია - გლდანი, ვარკეთილი, დიღომი და საბურთალო.

თითეულ ლაბორატორიულ ცენტრში პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ათასობით სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიული კვლევა დაწყებული ყველაზე რუტინული სისხლის საერთო, სისხლში ქოლესტერინის, გლუკოზის, კოაგულაციის ანალიზებიდან, დამთავრებული ონკომარკერების, ჰორმონების, ვირუსებისა და ბაქტერიების განსაზღვრით, გენეტიკური კვლევებითა და მოლეკულური ანალიზებით.

დამატებით სინევო-ს ლაბორატორიებში შესაძლებელია სახლში ვიზიტის სერვისის მიღება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ პაციენტს არ აქვს შესაძლებლობა მიაკითხოს ლაბორატორიულ ცენტრს, ლაბორატორიის თანამშრომლი მასალის აღებისთვის თავად მიაკითხავს მას სახლში.

საქართველოში სინევო-ს ლაბორატორიათა ქსელის დირექტორი ბ-ნი არიელ გატუშკინი გვიყვება, რომ მთელი პროცესი ლაბორატორიათა ქსელ სინევო-ში სრულად კომპიუტერიზირებულია და აუტომატიზირებული, რითიც ხერხდება მაღალი ხარისხის შენარჩუნება-კონტროლი და მინიმუმამდეა დაყვანილი შეცდომები.

სინევო-ში, ისევე როგორც ევროპაში, საქართველოშიც გამოიყენება უახლესი სამედიცინო ანალიზები და ამისთვის საჭირო მასალა-რეაგენტები ლიდერი გერმანული კომპანია Roche Diagnostics-სგან მოეწოდება. გარდა ამისა, სინევო-ში დანერგილია ხარისხის შიდა და გარე კონტროლის სქემა (გერმანიიდან). ყოველივე ზემოთთქმული განაპირობებს სინევო-ში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების ევროპულ ხარისხს და იმ გარანტიებს, რომელსაც ლაბორატორია აძლევს თავის მომხმარებელს, აცხადებს არიელი.

აღსანიშნავია, რომ სინევო-ს გამოარჩევს ის, რომ მისი თბილისის ლაბორატორიული ცენტრები და ცენტრალური ლაბორატორია გაერთიანებულია ერთიან ინტეგრაციულ საინფორმაციო სისტემაში. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტისთვის და ექიმისთვის რომელიმე ლაბორატორიულ ცენტრში ან სახლში ჩაბარებული ანალიზის პასუხი ცნობილი და ხელმისაწვდომი შესაძლოა გახდეს ქსელის სხვა ნებისმიერ ლაბორატორიულ განყოფილებაში. ასევე მოქმედებს მოსახერხებელი ანალიზების პასუხების გადაგზავნის სისტემა - მისი მიღება შესაძლებელია როგორც სინევო-ს ლაბორატორიებში ამობეჭდილი სახით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე, რასაც წინ უძღვის SMS-შეტყობინება შინაარსით: სინევო-ს პასუხი შეგიძლიათ შეამოწმოთ ელექტრონულ ფოსტაზე. დაგვეთანხმებით, ეს ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის.

არიელი გვიყვება, რომ არაფერი არ კეთდება მის ლაბორატორიებში ხელით: „ჩვენ საქართველოში შემოვიტანეთ ინტეგრირებული ლაბორატორიული სისტემა, სადაც ლაბორატორიული ცენტრები გაერთიანებული არიან ერთიან ქსელში, ყველა ბიოლოგიურ ნიმუშს ენიჭება უნიკალური შტრიხ-კოდი, ყველა პაციენტი ინტეგრირებულია ცენტრალური ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემასთან და მუხედავად მისი ადგილმდებარეობისა აქვს სრული წვდომა საკუთარი ანალიზების პასუხებთან“.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც პაციენტი მოდის სინევო-ს ლაბორატორიაში, მისგან აღებულ საანალიზო მასალაზე ეკვრება უნიკალური შტრიხ-კოდი, ამ კოდის „შიგნით“ მოთავსებულია დემოგრაფიული ინფორმაცია პაციენტის შესახებ. საანალიზო მასალის კვლევის შემდეგ ანალიზის პასუხი მთავარ ლაბორატორიის კომპიუტერულ სისტემაში ჩაიწერება ამ კოდის გასწვრივ, ამავე კოდის საშუალებით ნებისმიერ ადგილას (ლაბორატორიულ ცენტრებში ან ელექტრონულ ფოსტაზე) შესაძლებელია პასუხის ზუსტი გადაცემა პაციენტისთვის. აქ ადამიანური შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი, ანალიზის პასუხების არევა და შეცდომა გამორიცხულია!

და ბოლოს დასკვნის სახით, რამდენიმე მიზეზი, რომელიც განაპირობებს სინევო-ს ლაბორატორიულ ქსელის ლიდერობას და ექსკლუზიურობას ქართულ ბაზარზე:

ლაბორატორიული სერვისების მაღალი ხარისხი - შედეგი ავტომატიზირებული ლაბორატორიული ტექნოლოგიების და სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლების არსებობისა, ანალიზების ფართო სპექტრი - მრავალრიცხოვანი და მოქნილად დაყოფილი/გაერთიანებული ლაბორატორიული ანალზების სსტემა, ლაბორატორიების მაღალი ხელმისაწვდომობა - ფართო ქსელი თბილისის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, და რაც მთავარია - დაბალი ფასები!

სინევო თბილისის გარდა 2014 წელს გეგმავს არეალის გაფართოვებას საქართველოს მასშტაბით და ლაბორატორიული ცენტრების გახსნას ქუთაისსა და ბათუმში.



© 2015 ყველა უფლება დაცულია